სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მაღალი ხარისხით შესრულდა

06 ნოემბერი, 2019

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, მოეწყო ასევე, სააქტო დარბაზი. შეიცვალა შენობის სახურავი, ხოლო ფასადი შეიფუთა თუნუქის ფილებით. სკოლის ეზოში დაეგო ბეტონის ფილა. შესრულებული სამუშაოები მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ მონიტორინგის ჯგუფთან ერთად დაათვალიერა. შესრულებული სამუშაოები მაღალი ხარისხისაა. სამუშაოების ღირებულებამ 223 500 ლარი შეადგინა.
2019 წელს სამინისტრომ 2 ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ხოლო 2019 წლის ბოლომდე სულ 8 სპორტულ დარბაზს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები