გამოფენა „ბულგარეთის ძეგლები იუნესკოს მფარველობის ქვეშ“

31 ოქტომბერი, 2019

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა „ბულგარეთის ძეგლები იუნესკოს მფარველობის ქვეშ“ გაიხსნა. ღონისძიება ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ და ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა გახსნეს.

გამოფენაზე წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ბულგარეთის მდიდარი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობისა და მრავალფეროვანი ბუნების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც დამზადებულია ცნობილი ფოტოგრაფის ალექსანდრე ნიშკოვის მიერ.

გამოფენა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ორგანიზებით მოეწყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები