თორნიკე რიჟვაძე: 2020 წელს 30-ზე მეტი სოფლის ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს

29 ოქტომბერი, 2019

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უძღვებოდა. დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა გაზიფიცირების და წყალმომარაგების კუთხით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, მომავალ წელს 30-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება და ათასობით ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით.

"2021 წლისთვის სრულიად აჭარა უნდა იყოს გაზიფიცირებული. ასევე, წყალმომარაგების მიმართულებით, ჩვენ მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ხელი, მათ შორის ბათუმის მერიის ჩართულობით და შემდეგი 5 წლის განმავლობაში 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება წყალმომარაგება-წყალარინებისთვის. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც გაკეთდება რეგიონში“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით შედგა, მომავალი წლის ბიუჯეტი მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, რაც მათი უკეთესი მომავლის წინაპირობაა.

სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4428293031123
4545678910
4611121314151617
4718192021222324
482526272829301
492345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები