სამინისტროში საფრანგეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

04 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 3 ოქტომბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, მინისტრი მაია ხაჯიშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიეგო კალასს და ორგანიზაცია „ჰენდიკაპის“ საქართველოს კოორდინატორს ლინდა ბალაძეს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე და სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი.

შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ-კულტურულ კავშირებს. შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, დასახეს თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება ფრანგული ენის გაძლიერებაზე გაამახვილა, კერძოდ, იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც რეგიონში ფრანგული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

„ჰენდიკაპის“ საქართველოს კოორდინატორმა ლინდა ბალაძემ მინისტრს შუახევში დაგეგმილი ჰუმანიტარული ღონისძიების, კერძოდ 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრი მიესალმა ყველა იმ ღონისძიების განხორციელებას, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05272829303112
063456789
0710111213141516
0817181920212223
092425262728291
102345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები