სამინისტროს დაფინანსებით სეზონური სკოლა გაიხსნება

26 სექტემბერი, 2019

2019 წლის 28 სექტემბერს სსიპ  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნება  რიგით მერვე სეზონური სკოლა სახელწოდებით - „დიგიტალური ქართველოლოგია და კავკასიოლოგია“. ციფრული კავკასიოლოგიის სეზონური სკოლა საქართველოში პირველად ტარდება. სეზონური სკოლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება კვლევის თანამედროვე მეთოდების ათვისებას, დიგიტალურ ქართველოლოგიასა და კავკასიოლოგიაში მულტიდისციპლინური რესურსების შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა ათვისებას.


სეზონური სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების „ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“-ისა და“ტაოს“-ს პრეზენტაციები.


სეზონური სკოლის ფარგლებში ვორკშოპს ჩაატარებენ ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი  იოსტ გიპერტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - მანანა თანდაშვილი და იენის უნივერსიტეტის პროფესორი დიანა ფორკერი.


სეზონური სკოლა დაფინანსდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში.


 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები