აჭარის მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემების მოწესრიგების 50 მილიონიანი პროექტი განხორციელდება

20 სექტემბერი, 2019

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემის შეიქმნება.

აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც აჭარაში სუფთა წყლის და წყალარინების მისაღწევად სპეციალური პროგრამები შემუშავდება.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა.სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები MACS და Fichtner იმუშავებს. მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა" ოფიციალურად გააფორმა. ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანიიდან, ერთი კონსულტანტი მუნიციპალიტეტებისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციას და მის შემდგომში განხორციელებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიმართულებით Fichtner იმუშავებს.

„აჭარის წყლის ალიანსის“ და მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებას და ინსტიტუციურ მხარდაჭერას კი კომპანია MACS განახორციელებს.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში - ალექსანდრე დარასი, KFW-ს პროექტების მენეჯერი ბერნდ ჰასელი, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის წყლის ალიანსის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები