„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’ - ბათუმი კონფერენციას უმასპინძლებს

18 სექტემბერი, 2019

20-21 სექტემბერს, აჭარა სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში, კონფერენციის ქართველი და უცხოელი დელეგატების მთავარი სასაუბრო თემა იქნება „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი‘’. კონფერენციის სტუმრებს ევროპულ გამოცდილებას, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი კიმმო აალტო გაუზიარებს. ღონისძიებაზე პრეზენტაციებს გერმანელი, ბელგიელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  მოწვეული სტუმრები შემდეგ თემებზე წარადგენენ:
 •სოფლის ტურიზმის პოტენციალი, პერსპექტივები და განვითარების ტენდენციები საერთაშორისო ბაზრის მაგალითზე;

  • სოფლის ტურიზმი - ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაციის ეფექტური საშუალება;
  • გასტრონომია - სოფლის ტურიზმის ძირითადი კომპონენტი;
  • კერძო სექტორისა და სოციალური მედიის როლი  სოფლის ტურიზმის პოტენციალის განვითარებაში;
  • გრანტების როლი სოფლის ტურიზმის განვითარებაში;
  • სტუმართმასპინძლობა, როგორც ტურისტული პროდუქტი სოფლად;

 
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.


 კონფერენციის პროგრამა

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები