ცეცხლაურში გმირთა მემორიალური დაფა აღიმართა

08 აგვისტო, 2019

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 გმირის  ამირან შაინიძის, ომარ ასლანიძის, ვაჟა შაინიძის, გიორგი შაინიძისა და  გიორგი ქათამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა სოფელ ცეცხლაურში აღიმართა. მემორიალთან დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლები.

,,ეს არის ყველაზე ტრაგიკული, სევდიანი დღე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ასევე, ეს არის დღე, როცა კიდევ ერთხელ, ძალიან ძლიერად ყველას გვახსენდება ყველა ის თავდადებული ადამიანი, ყველა ის გმირი ჯარისკაცი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას. და ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ მათ ხსოვნას, გმირობას და თავდადებას“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინიციატივა ომში დაღუპული ჯარისკაცების  ოჯახებს ეკუთვნით, რაშიც მათ მხარდაჭერა მიიღეს. მემორიალური დაფა ცეცხლაურში ქველმოქმედების შედეგად აღიმართა. 

,, ყველა სოფელს თავისი ისტორია აქვს. ეს ბიჭები ჩვენი სოფლის ვაჟკაცები იყვნენ და ჩვენი სოფლისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა გაკეთებულიყო ეს მემორიალი და ამიტომ სოფლის შემოსასვლელში გაკეთდა. დიდი მადლობა მთავრობას ამ ვაჟკაცების ხსოვნას ასეთ პატივს რომ  მიაგებენ, მათი მშობლების გვერდით დგანან, თანაუგრძნობენ, მოდიან და ესაუბრებიან'', -აღნიშნა დაღუპული გმირის ვაჟა შაინიძის ოჯახის წევრმა  მერი შაინიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები