გამოფენა - „ორი ნაპირი“

02 აგვისტო, 2019

„ორი ნაპირი“ - ამ სახელწოდებით დღეს ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ქართველი მხატვრის, ნუგზარ პაქსაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელიც 22 აგვისტომდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული პეიზაჟები. გამოფენის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.

ნუგზარ პაქსაძე 1982 წლიდან ლატვიაში მოღვაწეობს. ის ძირითადად ფერწერასა და ინტერიერის დიზაინზე მუშაობს. ვერნისაჟზე მაყურებლის წინაშე ლატვიელ მომღერალთა გუნდი – „მარუპე“ წარსდგა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები