თორნიკე რიჟვაძე გომის მთაზე “შუამთობას” დაესწრო

04 აგვისტო, 2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთის მოსახლეობას მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაული შუამთობა მიულოცა.

საზეიმო კონცერტი შუახევში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, გომის მთაზე გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ მემთეურებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ შუამთობის დღესასწაული  არის მთის ტრადიციებისა და სიძლიერის კიდევ ერთი კარგი გამოხატულება. 

მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში სამთო ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრა. 

“ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რომ მთაში ტურიზმი განვითარდეს. ჭვანის ხეობაში ჩვენ დავიწყეთ არაერთი ძალიან ამბიციური ტურისტული პროექტი  და დარწმუნებული ვარ, რომ გომის მთა გახდება კიდევ ერთი ახალი, განვითარებული ტურისტული მიმართულება” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვის გამოსვლისას. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები