ბათუმს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა

02 აგვისტო, 2019

ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ ახალი სკვერი საზეიმოდ გაიხსნა.  

სკვერში  200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. დაიგო ფილები, მოეწყო შადრევანი და საპარკინგე სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია. 

,,ბათუმს შეემატა კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ერთი ახალი სკვერი, რომელიც უფრო გამწვანდება შემოდგომიდან. მნიშვნელოვანია, რომ პატარებს, უფროს თაობას ამ ქალაქში ჰქონდეს ყველა პირობა დასვენებისთვის. ასევე, დაიწყება ,,ინტერაქტივი“ სკვერის სახელწოდებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ჩვენი თანაქალაქელები აქტიურად ჩაერთვებიან გამოკითხვაში” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ საღამოზე.  

საგანგებოდ ამ დღისთვის,  სკვერის გახსნაზე ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი უკრავდა.  

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<იანვარი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
01303112345
026789101112
0313141516171819
0420212223242526
05272829303112
063456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები