თორნიკე რიჟვაძე - „ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ნათელი დემონსტრირება“

10 ივლისი, 2019


ბათუმში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი იმყოფება. დონალდ ტუსკს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

„ვმასპინძლობთ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას. ბათუმის აეროპორტში მივიღეთ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტუსკი. ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს სტუმრობს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ კონფერენციის  მნიშვნელობას. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ურყევი არჩევანი, ევროპული მისწრაფებების კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

11-12 ივლისს ბათუმი  უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ მასპინძლობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები