აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს ყაზახი ჟურნალისტები ამზადებენ

08 ივლისი, 2019

ყაზახი ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ბლოგებს ამზადებენ. მედიატურის ფარგლებში ისინი რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებს, პროდუქტებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები და ღვინის მარნები. ყაზახი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ორგანიზებით სტუმრობენ. აჭარის გარდა  ისინი მცხეთასა და თბილისსაც სტუმრობდნენ.

 

ყაზახეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია აჭარაში ყაზახეთიდან განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც, რაც 6 თვის მონაცემებით  59.28%-იან ზრდას ითვალისწინებს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების რეკლამირების მიზნით წელს 25 პრეს-ინფოტურს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 40-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ  გამოქვეყნებული სტატიების, რეპორტაჟებისა და ბლოგების რაოდენობაც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები