სამუშაო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან

05 ივლისი, 2019

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრისას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს რეგიონისთვის აქტუალური საკითხები ეკონომიკის, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებით.

„ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ რეგიონში წელს გვქონდეს წარმატებული სეზონი ყველა მუნიციპალიტეტში. აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ქართული ოჯახების ეკონომიკური ინტერესები“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველას მოუწოდა, რომ შვებულება საქართველოში გაატარონ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები