თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

05 ივლისი, 2019

„ქალთა ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ -  ბათუმი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს. ღონისძიება, საპატიო სტუმრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა ქალების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ქალი ლიდერები უფრო და უფრო ძლიერები არიან.

დელეგატებს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიესალმა. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა რეგიონში სამედიცინო ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობას.

,,ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქალაქში ტრადიციად იქცა ამ მასშტაბის ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებით გვახარებს, რომ ეს კონგრესი  ქალებსა და მათი ინტეგრაციის საკითხებს ეხება. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ახალ პერსპექტივებს დასახავს, ხოლო მსგავსი ღონისძიებები ბათუმში  კორპორატიული ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

დღევანდელი ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია. კონგრესის ფარგლებში, აჭარას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტომატოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტები სტუმრობენ. ღონისძიება 2 დღეს გაგრძელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები