ქობულეთში ტურისტების მატება შეიმჩნევა

04 ივლისი, 2019

ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მერთან ერთად, პროცესს ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ქობულეთი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება. 

,,დღეს დავათვალიერეთ პრაქტიკულად უკვე დასრულებული ბულვარი, სანაპირო ზოლი. შეიმჩნევა ტურისტების მატება. მნიშვნელოვანია, რომ ქობულეთში გვქონდეს წარმატებული ტურისტული სეზონი. ქობულეთში ასევე დავათვალიერეთ რამდენიმე ქუჩა, რომლებიც სრულად იქნება მოპირკეთებული და ინფრსატრუქტურული პროექტები უახლოეს პერიოდში დასრულდება“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.  
კომპანიების წარმომადგენლები  ამჟამად, ერთდროულად 10  უბანში მუშაობენ. 15 ქუჩაზე წესრიგდება სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები, იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. ათივე უბანში ინფრასტრუქტურა სრულად წლის ბოლომდე განახლდება.   

დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება ქობულეთის ზღვისპირა პარკში. სამუშაოები მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას,  ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 900 მეტრი სიგრძის ჯებირს, მოეწყო სასეირნო ბილიკი და განახლდა გარე განათების სისტემა, დაიგო დეკორატიული ფილები, გაკეთდა ბორდიურები.

წელსვე დასრულდება სანაპირო ზოლზე 830 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი კედლის აღდგენა-რეაბილიტაციაც. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4030123456
4178910111213
4214151617181920
4321222324252627
4428293031123
4545678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები