უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

04 ივნისი, 2019

აჭარაში სამიზნე ქვეყნებიდან წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა გრძელდება. ამჯერად, რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ლატვიელი ჟურნალისტები სტუმრობენ, რომლებიც რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. ჟურნალისტების ობიექტივში უკვე მოხვდა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-მუზეუმი და ქედის ტურისტული ადგილები თავისი საოჯახო მარნებითა და სამზარეულოთი. ჟურნალისტები რეგიონს 1 ივნისს ესტუმრნენ და ქვეყანას ისინი დღეს დატოვებენ.

დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურების შედეგად აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები ასევე მზადდება ისრაელის, ბელარუსის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის რეიტინგულ მედიასაშუალებებში. წლის ბოლომდე, ჯამში 40-მდე მედია-ინფოტურის ორგანიზება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები რეგიონს 16 სამიზნე ქვეყნიდან ეწვევიან. რაც შეეხება, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს წელს, პირველად ინიშნება ჩარტერული ფრენები ბათუმის მიმართულებით ტალინიდან და ვილნიუსიდან. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები