თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი წარადგინა

03 ივნისი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი წარადგინა.

მაია ხაჯიშვილი დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის პოზიციას იკავებდა. აქვს განათლების სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც იურიდიული დეპარტამენტის, ასევე საქმის წარმოებისა და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ მინისტრის წარდგენისას აღნიშნა მაია ხაჯიშვილს განვლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც მნიშვნელოვანია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამართული, აქტიური და დინამიური ფუნქციონირებისათვის.

,, განათლების სფეროში ხორციელდება ეროვნული იდეა, რეფორმა და მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართული მის განხორციელებაში. ასევე, აჭარაში განათლების სამინისტრო ახორციელებს ყველა იმ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც უკავშირდება ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას და დარწმუნებული ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გვექნება ძალიან ბევრი წარმატება. რესურსი, რომელიც იქნება განათლების სექტორის მიმართულებით გადანაწილებული, დაიხარჯება განათლების რეფორმის კუთხით, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ ერთ-ერთი ყველაზე განათლებულ ერად წარმატებულ ქვეყანათა შორის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები