შუახევში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

15 მაისი, 2019

დღეს შუახევში  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. 

წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება. 
 
შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი მუნიციპალიტეტის 10 სოფლის 6 000-მდე მოქალაქეს ყველა იმ საჯარო სერვისით მოემსახურება, რომლის მიღებაც  იუსტიციის სახლებში არის შესაძლებელი. 

საზოგადოებრივ ცენტრში საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო „სკაიპის“ ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სტუმრებიც ისარგებლებენ.

ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, შუახევის ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები