სოფელ განახლებაში ახალი სკოლა აშენდება

14 მაისი, 2019

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ განახლების საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. წელს, სოფელ განახლებაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე გამოავლინა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ განახორციელებს არსებული შენობის დემონტაჟს და დაიწყებს ახალი სკოლის მშენებლობას.

ხელშეკრულების თანახმად სოფელ განახლებაში აშენდება სამსართულიანი შენობა სპორტული დარბაზით, სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
231234567
24891011121314
2515161718192021
2622232425262728
27293012345
286789101112

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები