სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის გამარჯვებულები

14 მაისი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები/შემსრულებლები. სულ 103 ანსამბლი და 2335 შემსრულებელი.

2019 წლის 10 მაისს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამარჯვებული ანსამბლები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა დააჯილდოვა.

ჟიურის შეფასების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული ანსამბლები/ინდივიდუალურიშემსრულებლები (როგორც სიმღერაში, ასევე ცეკვაში), რომლებსაც გადაეცათ: უმაღლესი ჯილდო (“გრანპრი“); პირველი ადგილი (ოქრო); მეორე ადგილი (ვერცხლი); მესამე ადგილი (ბრინჯაო).

გამარჯვებული ანსამბლები
ქ ო რ ე ო გ რ ა ფ ი ა

გრანპრი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის კლუბთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჩაქურა''. ხელმძღვანელი თენგიზ ჭაღალიძე. 
პირველი ადგილი
ბათუმის № 6 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მთაწმინდა'', ხელმძღვანელი გიორგი ფარსენაძე. 
მეორე ადგილი 
ბათუმის № 10 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მათე" ხელმძღვანელი მიხეილ მახათაძე.
მესამე ადგილი
ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საუნჯე". ხელმძღვანელი კახაბერ გოგოტიშვილი.

ნომინაციებში გამარჯვებული ანსამბლები

1. მელიტონ ბალანჩივაძის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლაზიკა''. ხელმძღვანელი გელა კაჭარავა (საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი).
2. მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ცერული" ხელმძღვანელები ნუგზარ შალიკაშვილი და ნათია შალიკაშვილი (საუკეთესო კომპოზიცია).
3. ბათუმის № 28 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ორიონი" ხელმძღვანელი მარინე ქამაშიძე (საუკეთესო ქორეოგრაფია).
4. ბათუმის №22 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,გორდა". ხელმძღვანელი ნონა რომანაძე (ჟიურის სიმპათია).
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,შევარდენი". ხელმძღვანელები ტარიელ ბერიძე და თემურ ვასაძე (ფოლკლორული ტრადიციების დაცვისათვის).
6. ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,არგინეთი 2". ხელმძღვანელი გურამ ბოლქვაძე (საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობა).

ს ი მ ღ ე რ ა
გრანპრი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "მარეთი''. ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩიძე.
პირველი ადგილი
ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,იბერიონი" ხელმძღვანელი თეიმურაზ დოლიძე. 
მეორე ადგილი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას კულტურის სახლთან არსებული ვოკალური ანსამბლი ,,შევარდენი". ხელმძღვანელი სოფო გორგილაძე. 
მესამე ადგილი
ქედის მუნიციპალიტეტის ფრიდონ თურმანიძის სახელობის სოფელ მერისის საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,სავანე". ხელმძღვანელი გიგა თურმანიძე.

ნომინაციებში გამარჯვებული ანსამბლები

1. ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ჯგუფი. ხელმძღვანელები სულხან დარჩიძე და შაკო გოდორაძე (წარმატებული დებიუტი).
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა მუსიკალური გუნდი ,,ფორტე''. ხელმძღვანელი ლეილა ფაღავა (ჟიურის სიმპათია).
3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ფესვები''. ხელმძღვანელი ციური კვეტენაძე (საჯარო სკოლის საუკეთესო ანსამბლი).
4. ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული სალოტბარო განყოფილება ხელმძღვანელი გურამ გუნთაძე (საუკეთესო ფოლკლორული გუნდი).
5. შუახევის სახელოვნებო სკოლის გუნდი ,,ათინათი". ხელმძღვანელი თეონა აბულაძე (საუკეთესო საგუნდო შესრულება).
6. ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,ჩანგი". ხელმძღვანელი ზვიად აბესაძე (საუკეთესო ფოლკლორული გუნდი).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები