სამინისტროს 2020-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

10 მაისი, 2019

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა განათლების, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეგიონში განათლების ხარისხის გაზრდისა და ხელმისაწვდომობის მიზნით დამატებით პროგრამებს განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში განხორციელდება განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა, რომელიც იქნება თითოეული ახალგაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე პროფესიული უნარების განვითარებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებისთვის. განათლებისა და მეცნიერების ქალაქი მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება. განათლების მიმართულებით კვლავ პრიორიტეტად რჩება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონში განათლების ხარისხის გაზრდა, სწორედ ამ მიზნით სამინისტრო კვლავ აქტიურად განახორციელებს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

კულტურის სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასა და მოსწავლეების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით გაგრძელდება  აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობა, არქეოლოგიური კვლევა-ძიება. ასევე, ძეგლების პოპულარიზაციის მარკეტინგული მხარდაჭერა. 

სპორტის სფეროში კვლავ პრიორიტეტად რჩება პროფესიული სპორტის მხარდაჭერა და ახალი მიმართულების - სპორტული ტურიზმის განვითარება, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.

ახალგაზრდული მიმართულებით ახალი პროგრამები ამოქმედდება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებასა და მათი ჩართულობის ზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.

საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, მოადგილეები -ალექსანდრე დავითაძე და ბადრი ნაკაშიძე, ასევე, არასამთავრობო სფეროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებების წარმომადგენლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები