ბათუმში საერთაშორისო ტურიზმის და სამედიცინო ტურიზმის გამოფენა გაიხსნა

10 მაისი, 2019

ბათუმში საერთაშორისო ტურიზმის და სამედიცინო ტურიზმის გამოფენა „EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019“ გაიხსნა.

აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ  გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საერთაშორიო საზოგადოებას წარუდგინონ მათი სერვისი და პროდუქცია.  ,,მიხარია, რომ გამოფენები, კონფერენციები, სემინარები აჭარაში ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და მონაწილეთა რაოდენობა იზრდება ევროპიდან და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

გამოფენის ძირითადი მიზანია ტურიზმისა და სამედიცინო სფეროების განვითარება, ინოვაციების დანერგვა, საინფორმაციო ტურების მოწყობა და ახალი კონტაქტების დამყარება.

საერთაშორისო გამოფენები ბათუმში რეგულარულ სახეს ატარებს, რაც ხელს უწყობს რეგიონის ცნობადობის ამაღლებას, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას  და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. 

გამოფენაში ადგილობრივი და უცხოური კომპანიები არიან წარმოდგენილი, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ისე აზიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

გამოფენები წლიდან წლამდე სულ უფრო მასშტაბური ხდება. წელს საერთაშორისო ტურიზმის მე-12 და საერთაშორისო სამედიცინო ტურიზმის მე-2 „EXPO BATUMI TRAVEL / EXPO MED BATUMI 2019“ გაიმართა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები