აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია Tallink Grupp-ის წარმომადგენლებს შეხვდა

09 მაისი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია „ტალინკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია გეგმავს საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ესტონურ მხარეს გააცნო საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები რეგიონში და აღნიშნა, რომ აჭარა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენებსა და სემინარებში. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე, ქვეყანაში ტურიზმის სფეროსა და ტურისტების მზარდ დინამიკაზე.

AS Tallink Grupp არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებია. კომპანიის 14 თანამედროვე გემისაგან შემდგარი ფლოტი მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა.

AS Tallink Grupp-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე აკავშირებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა სტუდენტთა პრაქტიკის გაუმჯობესების  უზრუნველსაყოფად.

შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო აკადემიის რექტორი, კომპანია ტალინკის აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი  ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები