სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის სხდომა

15 მარტი, 2019

დღეს გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის პირველი სხდომა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა. 

აჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დებულების შესაბამისად წარმოდგენილია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების სახით. კომისია მოწოდებულია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. კომისიის მიზანია დაარეგულიროს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება, განიხილოს შრომითი დავები. 

საქართველოში 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის N 10 დადგენილებით აჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია შეიქმნა და დღეს გაიმართა სოციალური პარტნიორობის კომისიის პირველი სხდომა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები