ეკომიგრანტ ოჯახებთან შეხვედრა ქედაში

13 მარტი, 2019

თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დაბა ქედაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა.

როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აჭარაში მცხოვრებ 31 ოჯახს ბინა უსასყიდლოდ გადაეცა კერძო საკუთრებაში. მათ შორის, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 11 ოჯახს.

აღსანიშნავია, რომ ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და ვერ ახერხებდნენ მათ დარეგისტრირებას. შესაბამისად, ვერ სარგებლობდნენ მთის კანონით და ამ კანონის ფარგლებში არსებული შეღავათებით. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს და დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც რეგიონის მცხოვრებლებს უფრო მეტ კეთილდღეობას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.


კალენდარი

<<
<მარტი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0925262728123
1045678910
1111121314151617
1218192021222324
1325262728293031
141234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები