"გარემოს საგანმანათლებლო ფონდის" პრეზენტაცია

07 მარტი, 2019

ბათუმის ბულვარი მსოფლიოში აღიარებულ ორგანიზაციასთან „გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ თანამშრომლობას იწყებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ შაფერმა დღეს ბათუმში პრეზენტაცია გამართა.

►ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები თორნიკე კუჭავა და თინა ზოიძე ესწრებოდნენ.

►,,ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარს ბევრი სიახლე და ინოვაცია აქვს, რაც მისასალმებელია. დღევანდელი დღეც არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის საფუძველზეც ჩვენი ბულვარი შეძლებს იყოს საერთაშორისოსტანდარტების. ბათუმის ყველა სტუმარი იყოს ბედნიერი იმ სტანდარტებით, რომელიც აქ იქნება დანერგილი. ამიტომ, დიდ ყურადღებას დავუთმობთ პროცესს, რომელიც დაწყებულია ,,ლურჯი დროშის“ სერტიფიცირების თვალსაზრისით და რაც უზრუნველყოფს რეგიონის მდგრად განვითარებას“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

► „გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ მსოფლიოს მასშტაბით 73 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, რომელებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება. დანიელ შაფერმა ბათუმელ მსმენელს „გარემოს დაცვის განათლების ფონდი“-ს საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამები ტურიზმის სფეროს შეეხება, ესენია „მწვანე გასაღების“ და „ლურჯი ალმის“ პროექტები, რომლებიც დღეს მსოფლიოში დიდი წარმატებით სარგებლობენ და გარემოს მდგრად განვითარებასთან ასოცირდებიან. „ლურჯი ალმის“ ნიშანი (Blue Flag) მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ნებაყოფლობითი ეკოლოგიური ნიშანია, რომლებიც პლაჟებს, იახტებს და სანაოსნო ტურიზმის ოპერატორებს ენიჭებათ. „ლურჯი ალმის“ მოპოვებისთვის აუცილებელია ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მკაცრი კრიტერიუმების დაცვა.

►ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციას აჭარის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ასევე განათლების სისტემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები