ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსი

08 თებერვალი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსს.

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსის მიზანია ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლებს შორის ადგილობრივი და საერთაშორისო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება/განვითარების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის  ხელშეწყობა.


კონკურსის პირობები:


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ ბავშვთა ფოლკლორულ (ქორეოგრაფიულ) ანსამბლებს - იურიდიულ პირს,  ფიზიკურ პირთა ერთობლიობას.

განაცხადი უნდა წარმოადგინოს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელმა ან არსებულმა ორგანიზაციამ, რომელთანაც ფუნქციონირებს ანსამბლი.

სამინისტროში განაცხადების მიღება იწარმოებს 2019 წლის 11 თებერვლიდან - 12 მარტამდე (09 საათიდან - 17 საათამდე)

სამინისტროში წარმოდგენილი ღონისძიება უნდა იწყებოდეს არაუადრეს 2019 წლის 3 აპრილისა.

აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი  ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობის  ხელშეწყობის კონკურსის 2019 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება  25 000 ლარით.

აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების,  კულტურისა  და  სპორტის სამინისტროდან ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების საქართველოს და საერთაშორისო კონცერტებში, ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობის ხელშეწყობის კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი  თანხა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 9 000 ლარს.


კონკურსის პირობები, განაცხადის ფორმა, ანგარიშგების ფორმა, ბრძანება, რეკომენდაცია


 


 


 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები