აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს 40 000 ლარს გამოუყოფს
08 თებერვალი, 2019
📌️ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა.
➡️ სხდომას კომისიის თავმჯდომარე ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერიებისა და შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
➡️ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
✔️ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური უზრუნველყოფა.
➡️ კომისიის გადაწყვეტილებით ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითო ოჯახს აჭარის მათავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა 40 000 ლარი.
➡️ თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 10 000 ლარი.