ბათუმში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა

07 თებერვალი, 2019

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ერთად შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გახსნა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საკონტეინერო ტერმინალის და ნავსადგურის საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ისტორიულ მნიშვნელობაზე და  სტრატეგიული დანიშნულებაზე.
 
„მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ქალაქს. მულტიმოდალური ტერმინალი დაეხმარება ბათუმის საზღვაო ნავსადგურს გააორმაგოს ტვირთბრუნვა, რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცემა საშუალება, კიდევ უფრო განვავითაროთ ადგილობრივი ეკონომიკა, მეტად დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონალურ ჰაბად ლოჯისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ის ახალი, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას“ , - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე.

განახლებული ტერმინალი და ინფრასტრუქტურა გააორმაგებს ტერმინალის გამტარუნარიანობას.  შპს „მედლოგ ჯორჯიას“ და BICT - Batumi International Container Terminal LLC ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობი.

წარმატებით განხორციელდა ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები