ტენდერი ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე

07 თებერვალი, 2019

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (NAT190002638) სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე, კერძოდ განხორციელდება სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია, ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. ეზოში მოეწყობა ბეტონის საფარი და კეთილმოეწყობა ტერიტორია, ღობის რეაბილიტაცია.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 341 165 ლარს.

სატენდერო წინადადებების მიღება დაიწყება 2019 წლის 22 თებერვალს და დასრულდება 27 თებერვალს 12 საათსა და 30 წუთზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე - http://procurement.gov.ge/


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები