ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს

06 თებერვალი, 2019

2019 წლის 3 -13 აპრილს ქ. ბათუმი უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ძალოსნობაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის 47 ქვეყნის 600 -მდე ძალოსანი. ჩემპიონატი გაიმართება როგორ მამაკაცთა ასევე, ქალთა შორის ათ წონით კატეგორიაში. გათამაშდება 180 სინჯის მედალი.

ჩემპიონატი ახალ აშენებულ სპორტის სასახლეში გაიმართება. ბათუმში ჩემპიონატის გამართვა სპორტული ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

საგულისხმოა ისიც, რომ ბათუმის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში განახორციელებს, რაც შავიზღვისპირა კურორტისთვის დამატებითი რეკლამა იქნება. ასევე ცნობილია, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ ევროპის ძალოსნობის ფედერაციასთან თანამშრომლობს, ჩემპიონატი 60-მდე ქვეყანაში გადაიცემა.

ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო „ჰილტონის“ საკომფერენციო დარბაზში ბრიფინგი გაიმართა, რომელსაც აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ქ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ევროპის ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში უძღვებოდნენ. ბრიფინგის შემდგომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც თითოეულ დეტალს გაივლის და საგულდაგულოდ დაგეგმავს ევროპის ჩემპიონატს, რათა რეგიონმა წარმატებით უმასპინძლოს მას.

ბრიფინგს აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და მისი მოადგილე მინდია ქათამაძე ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები