აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

05 თებერვალი, 2019

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.  ამჯერად, აჭარა სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე EMITT 2019 იყო წარმოდგენილი. აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაში დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა.

გამოფენა ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა და წელს მასზე 100 ქვეყნის 700-მდე ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იმყოფებოდა. დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან მონაწილეობს და პოპულარიზაციას უწევს რეგიონს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის განმავლობაში რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები