ამერიკული სამხედრო ხომალდი Donald Cook (DDG 75) საქართველოს უკვე მეორედ ეწვია

21 იანვარი, 2019

Donald Cook-ის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს ამერიკის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება თანამშრომლობის გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას და ხელს უწყობს რეგიონში უსაფრთხოებას. 

დახვედრის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. „ბათუმის ნავსადგური ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს მასპინძლობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობებს. ასევე, განამტკიცებს მშვიდობას შავ ზღვაში და ზოგადად რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომელიც აშშ-ს მხრიდან რეგულარულად ხორციელდება,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ხომალდი Donald Cook-ი მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში, რომელიც ემსახურება აშშ-ის ევროპული სარდლობისა და მეექვსე ფლოტის მიზნებს. Donald Cook-ის კაპიტანი მეთიუ პაუელია, რომლის ეკიპაჟშიც 306 მეზღვაური შედის. ხომალდის ვიზიტი ხელს შეუწყობს აშშ-ის რეგიონული პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების, სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები