ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი ,,HMS ECHO“ შემოვიდა

29 დეკემბერი, 2018

ბათუმის პორტში დღეს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი ,,HMS ECHO“ შემოვიდა. საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს, მათ შორი პოლიტიკურ, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მხარდაჭერას.
  
,,ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს გემებს როგორც ევროკავშირიდან ასევე დიდი ბრიტანეთიდან. ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ეტაპობრივად განვავითარეთ მჭიდრო  ურთიერთობები, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება. ეს არის ერთ-ერთი გეგმიური ვიზიტი და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის დინამიური თანამშრომლობას. “  აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დახვედრის ცერემონიაზე.  
 
ბრიტანული ხომალდის  „HMS ECHO-ს“ შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას და კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთირთობებისა.
 
ხომალდი „HMS ECHO-“ ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.

კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები