სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე–8 საერთაშორისო გამოფენა ბათუმში

07 დეკემბერი, 2018

ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე–8 საერთაშორისო გამოფენა „BATUMI BUILD 2018“ გაიხსნა. გამოფენა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

,,BATUMI BUILD-2018’’-ზე ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინია წარმოდგენილი.

,,ბათუმში სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა, რომელშიც 5 ქვეყნის 60-მდე კომპანია მონაწილეობს. გავეცანი მათ მიერ წარმოდგენილ პროდუქციას და კომპანიების სამომავლო გეგმებს. მსგავსი თემატიკის გამოფენები ხელს უწყობს მშნებლობის სფეროს განვითარებას და რეგიონის ცნობადობის გაზრდას,"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიება კომპანია “GEONET EXPO’’-ს ორგანზიებით იმართება. გამოფენა სამ დღეს გაგრძელდება და 9 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები