შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ართვინის, არტაანისა და ტრაპიზონის გუბერნატორებთან

07 დეკემბერი, 2018

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ  ბათუმში ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებთან  გაცნობითი შეხვედრა გამართა. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარება.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყნას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას  ეკონომიკის და ტურიზმის მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ მოსაზღვრე რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება.

,,ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება ჰუმანიტარულ-კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის დასრულება. იმედი მაქვს, უახლოეს დროში მოხდება არსებული ტექნიკური საკითხების მოგვარება და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი უფრო ეფექტურ რეჟიმში განაახლებს მუშაობას“-აღნიშნა შეხვედრაზე რეგიონის ხელმძღვანელმა. 

რეკონსტრუირებული სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნა 2019 წლის დასაწყისში იგეგმება.  

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ართვინის, ტრაპიზონის და არტაანის გუბერნატორები და სავაჭრო-სამრეწველო პალატების თავმჯდომარეები , ასევე თურქეთისა  და საქართველოს რესპუბლიკების გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები