2019 წლისთვის აჭარა 27 გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

07 დეკემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინა. „IBTM World”-ზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ბარსელონას საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელსაც წელს 141 ქვეყნის 15 000-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში 40-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში საქმიანი შეხვედრების,  ღონისძიებებისა და კონფერენციების გამართვით.

წელს, დეპარტამენტმა რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია  25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაუწია. მათ შორის იყო ისეთი მსხვილი და მნიშვნელოვანი გამოფენები, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, ლონდონის, მადრიდის, დუბაისა და თელავივის გამოფენები. 2019 წლისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას 27-მდე საერთაშორისო გამოფენაზე გეგმავს.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები