სტუმრები ძენწმანის საჯარო სკოლაში

07 დეკემბერი, 2018

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბაგრატ მანველიძე და მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ძენწმანის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. 
მიმდინარე წლის 3-7 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში იმართება აშშ-ის ევროპული სარდლობის კონფერენცია ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის საკითხების, მათ შორის სამომავლო პროექტების განსახილველად. კონფერენცია ასევე, ითვალისწინებდა ძენწმანის სკოლის დათვალიერებას. 
2017 წელს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აშშ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ძენწმანის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და სკოლის ბიბლიოთეკაში განახლდა წიგნადი ფონდი.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბაგრატ მანველიძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმების განსახილველად მზაობა გამოთქვა.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები