ბათუმში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

07 დეკემბერი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე 2019 წელს დაგეგმილი ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი საკითხები განიხილეს და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშვებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: დარიუშ კოსინსკი (Dariusz Kosinski) ვარშავის (პოლონეთი) ნატიფ ხელოვნებათა უნივერსიტეტის დეკანი, კრიტიკოსი, იაცეკ გლომბი (Jacek Glomb) ქ. ლეგნიცას ელენა მონდრჟეევსკას სახელობის ხელმძღვანელი (პოლონეთი), რეჟისორი, პოლონეთის თეატრალური კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ასტა კაზლაუსკენე (Asta Kazlauskiene) პანევეჟისის მილტინისის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი (ლიტვა), ლიტვის უმაღლესი თეატრალური ჯილდოს "ოქროს ფრთის" მფლობელი. ანდრო ენუქიძე - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას - "თეატრალური ფესტივალის ორგანიზების მხარდაჭერა". ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2019 წლისთვის დაგეგმილი ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზებისათვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით საინფორმაციო ხასიათის ორმხრივ ვიზიტები საქართველოში და საზღვარგარეთ, ფესტივალში ჩართული პერსონალისთვის მასტერკლასების/ტრენინგების/ვორკშოპების ჩატარებას თეატრალური ფესტივალების სპეციფიკიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები