თორნიკე რიჟვაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

07 დეკემბერი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. რეგიონის მეთაური ბათუმის სინაგოგას მეუღლესთან ერთად ეწვია და ებრაული დიასპორის წარმომადგენლებს სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე მიულოცა. სიტყვით მიმართვისას რეგიონის მეთაურმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე და აჭარის რეგიონში განსხვავებული კულტურის მქონე ხალხის თანაცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვულოცავ ებრაელ ხალხს სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს, ხანუქას დღესასწაულს! ქართველებს და ებრაელებს მეგობრობის და ერთმანეთის გვერდში დგომის 26- საუკუნოვანი ისტორია აქვთ. ამ ისტორიით ყველანი ვამაყობთ. აჭარა განსაკუთრებულია თავისი ტოლერანტობით და  მრავალკულტურულობით. ებრაელ ძმებთან თანაცხოვრება ჩვენს ქალაქს და ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, მეტ ელფერს სძენს.  ვუსურვებ მათ მშვიდობას და წარმატებას“- აღნიშნა მილოცვისას თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის სინაგოგაში გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები და დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ხანუქას დღესასწაულს ებრაელები ნოემბერ-დეკემბრის თვეში 8 დღის განმავლობაში ზეიმობენ.

კალენდარი

<<
<თებერვალი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0528293031123
0645678910
0711121314151617
0818192021222324
0925262728123
1045678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები