სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია გაიმართება

06 დეკემბერი, 2018


2018 წლის 7 დეკემბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“. 

ლექციაზე საუბარი შეეხება გასული საუკუნის ტოტალიტარული სისტემების  კომუნისტური საბჭოეთისა და ფაშისტური გერმანიის პირობებში ხელოვნების მდგომარეობის პოლიტიკურ და ესთეტიკურ საკითხებს. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ისტორიული მასალა რაც საინტერესო იქნება ხელოვნებით, პოლიტიკითა და ისტორიით დაინტერესებული სტუდენტებისათვის  და ლექტორ - მასწავლებლებისათვის. ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის. 

ლექცია  ჩატარდება მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, 17:00 საათზე  სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N32 აუდიტორიაში. მისამართი: ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
18293012345
196789101112
2013141516171819
2120212223242526
22272829303112
233456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები