უფასო ოფთალმოლოგიური აქცია კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

08 ნოემბერი, 2018

9-10 ნოემბერს,  09:30 საათიდან - 18:00 საათამდე, კლინიკაოკულუს მედი“ 18-დან 38 წლამდე ასაკის პაციენტებს სთავაზობს თვალის უფასო სკრინინგს.

სამედიცინო აქცია კერატკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება, რომელიც მსოფლიოში ყველი წლის 10 ნოემბერს აღინიშნება.

კერატოკონუსი არის თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი, დეგენერაციული და არაანთებადი დაავადება. როგორც წესი, დაავადება ნელა პროგრესირებს, თუმცა შესაძლებელია დაავადების სწრაფი პროგრესირებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდმხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.

აქციის ფარგლებში დაგეგმილია დაავადების სკრინინგი.

უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა  უნდა მიმართონ კლინიკაოკულუს მედის“, რომელიც მდებარეობს . ბათუმში, 9 მარტის . N10-ში.


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები