ახალი ინფრასტრუქტურა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

08 ნოემბერი, 2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ერთად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. 

ბაღის ტერიტორიაზე დასრულდა თანამედროვე გარე განათებისა და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელის მოწყობის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს ვიზიტორებისთვის  ბაღში მომსახურების და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას.
 
ბოტანიკური ბაღის განვითარების მიმართულებით წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს მიერ“. მიმდინარე წელს, ფონდის მხარდაჭერით მოეწყო ორი ახალი ავტოსადგომი და მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. ვიზიტორთა ცენტრში გათვალისწინებული იქნება ყველა ის  პირობა, რომელიც დღეს თანამედროვე დამთვალიერებელს სჭირდება: მოსასვენებელი ოთახები, ბარგის შესანახი განყოფილება, საინფორმაციო სტენდები, ელექტომობილებისათვის განკუთვნილი სივრცე, სალარო და სხვა. 

თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ იმ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქალაქის მთავარ სავიზიტო ბარათს. 

ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მიმდინარე წელს 63 % -ითაა გაზრდილი ბაღის შემოსავალი. აღნიშნული პროექტები ახალი სერვისების შექმნასა და ვიზიტორების კმაყოფილებას მოემსახურება. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები