აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

05 ნოემბერი, 2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას. ამჯერად, ტრენინგები ტურისტული სააგენტოების, კვებისა და განთავსების ობიექტების 200-მდე სხვადასხვა მიმართულების მენეჯერს უტარდება.

ტრენინგები ძირითადად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტურისტული სერვისების მარკეტინგი, სერვისპლიუსი, გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის როლი ტურისტულ სექტორში, თანამედროვე ხელოვნება ტურიზმის ინდუსტრიაში, მოლაპარაკების ხელოვნება და უსტრესო პროდუქტიულობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ანხორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 1000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანი გადაამზადა. წლის ბოლომდე კი ტრენინგები დაგეგმილია გიდებისთვის და სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის.  გიდები ბათუმის ტურის, ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით გადამზადდებიან,  საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები კი ინგლისური ენის შემსწავლელ ტრენინგკურსს გაივლიან. 


კალენდარი

<<
<აპრილი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
141234567
15891011121314
1615161718192021
1722232425262728
18293012345
196789101112

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები