რთველი აჭარის აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობაში

12 ოქტომბერი, 2018

ხელისუფლების წარმომადგენლებმა  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებს მასპინძლობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე  უწევდა.

ვაზის სანერგე მეურნეობში სასუფრე-საღვინე ყურძნის 32 ჯიშია მოყვანილი. ამ ეტაპზე სანერგეში 7 ტონამდე საღვინე  ყურძენი დაიკრიფება, რომელიც დაიწურება და ღვინის სახლის ქვევრში განთავდება.

ღონისძიებას ბათუმში მიმდინარე „აგრო-სასურსართო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის“ სტუმრები და ტურისტები ესწრებოდნენ. ჩატარდა ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის ამოვლების და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები