აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

12 ოქტომბერი, 2018

დღეს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით აგროსერვის ცენტრის ადმინისტრaციულ შენობაში, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ  ტიტე აროშიძესთან ერთად დაესწრო.  თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შტაბი სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს ფერმერებს და მოახდინოს გამართულა კოორდინაცია. 

„მნიშვნელოვანია, შტაბმა იმუშაოს გამართულად, მოახდინოს მაქსიმალური კოორდინაცია ფერმერებსა და მუნიციპალურ სამსახურებს შორის, რათა ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად ჩატარდეს“ - აცხადებს მთავრობის მეთაური.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკოორდინაციო შტაბი ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით აამოქმედა. შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელებს.  იმუშავებს ცხელი ხაზიც - 1501, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

25 ნოემბრიდან  აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. 1 კგ სამრეწველო მანდარინზე სახელმწიფოს მხრიდან 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება, ხოლო 10 თეთრს გადაიხდის საწარმო. შესაბამისად, სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-55 ათასი ტონა იქნება. საექსპორტო მანდარინს ამზადებს 30–მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები