თორნიკე რიჟვაძე KFW-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

11 ოქტომბერი, 2018

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ოლაფ ციმელკასთან, ასევე რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსთან - მარიონ კრეშთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა უწყებებთან მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს, რისთვისაც თორნიკე რიჟვაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სამომავლო გეგმები. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს, KfW-მ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოეწერა 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას (სუბსიდია 3 მილიონი ევროს ოდენობით), რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას მაღალმთიანი აჭარის განვითარების საქმეში. აღინიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები