ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია

11 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 11 ოქტომბერს, სსიპ აჭარის მუზეუმის - ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამა - „მე და ჩემი სახლი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები. ინკლუზიური- საგანმანათლებლო პროექტის მიზანია ინკლუზიური პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მათი დამკვიდრების ხელშეწყობა სამუზეუმო სივრცეში. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ ინიცირებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352627282930311
362345678
379101112131415
3816171819202122
3923242526272829
4030123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები