10 ოქტომბერი - მეტყევის დღე

11 ოქტომბერი, 2018

   10 ოქტომბერს მეტყევის დღესთან დაკავშირებით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, სიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები ხის დარგვის აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აგარის მიმდებარედ არსებულ სატყეო ფონდის ტერიტორიაზე მიიწვია.

   მოსწავლეებს ტყის მნიშვნელობის შესახებ მცირე ლექცია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ყოველ მათგანს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი ხელით დაერგო თითო ხე.

   ამ დღეს აჭარის უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში სატყეო სააგენტოს მიერ  ჯამში 2000-მდე ხის ნერგის  დარგვა განხორციელდა.

   აღნიშნული აქციის მიზანი დეგრადირებული ტყის ფართობებზე ტყის კულტურების გაშენება, ტყეების რაოდენობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა და ასევე მათში არსებული ბიომრავალფეროვნების დაცვაა.

   10 ოქტომბერი მეტყევის დღედ ოფიციალურად 1999 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
22272829303112
233456789
2410111213141516
2517181920212223
2624252627282930
271234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები